X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ხაშურის 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი ქვეყნისთვის ისეთივე მასშტაბურია, როგორიც გასულ წელს განხორციელდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ჭიათურაში

26 მარტი 2021

დღეს ხაშურისთვის ისტორიული დღეა,  პრაქტიკულად საფუძველი ეყრება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას, რასაც ჰქვია ხაშურის 24 საათიანი წყალმომარგება, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ  ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმების ხელმოწერისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  63 მილიონი ევროს ღირებულების  პროექტის ფარგლებში აშენდება სრულად ახალი წყალმომარაგების ქსელი- მათ შორის მაგისტრალური გამანაწილებელი ქსელები, სატუმბი სადგურები და გამწმენდი ნაგებობები. 

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს , რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხაშურში ამ მასშტაბის სამუშაოები და პროექტი წყალმომარაგების და წყალარინების თვალსაზრისით არ განხორციელებულა.  აშენდება წყალმომარაგების 186 კმ ახალი ქსელი, ასევე აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი, არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ხაშურის  მოსახლეობის 24 საათიანი  წყალმომარაგების  პროექტი ქვეყნისთვის  ისეთივე მასშტაბურია, როგორიც    გასულ წელს განხორციელდა ზუგდიდში, ქუთაისსა და ჭიათურაში და ამ პროექტის დასრულების შემდეგ უკვე ხაშურსაც ექნება სრულად მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტის მიხედვით აშენებული და გაუმჯობესებული წყალმოარაგების და წყალარინების სისტემები. 

მინისტრმა ხაშურის 24 საათიანი  წყალმომარაგების პროექტის ფინანსური  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საფრანგეთის საელჩოს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და პროექტის მოსამზადებელ საქმიანობაში ჩართულ გუნდს.

ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის დაფინანსების საგრანტო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაფაელ ჟოზანმა  ხელი მოაწერეს ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. 

პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.